✨,,ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები, მიზნად დავისახე მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში, ამ მიზნით, ვეძებდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი.” – წერდა თავის მოგონებებში ქეთევან იაშვილი, ქალი, რომელმაც საკუთარი ძალისხმევით საქართველოს 400 მილიონი ღირებულების საგანძური დაუტოვა. #femwiki

ქეთევანი 1883 წლის 23 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში დაიბადა. დაწყებითი განათლება კი თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში მიიღო. ბავშვობიდან ფარმაცევტობაზე ოცნებობდა, ხარკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა და წარმატებით მუშაობდა სხვადასხვა აფთიაქში.

პროფესიით ექიმმა-კოსმეტოლოგმა, რომლის ცხოვრების უდიდესი გატაცება ფერწერული ტილოების შეძენა იყო, საქართველოს მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები დაუტოვა. თელავის ისტორიულ მუზეუმში ამჟამად 1870 ექსპონატია გამოფენილი, რომელთაგან 200 ქეთევან იაშვილის პირად კოლექციას ეკუთვნის.

️ მისი კოლექცია მრავალფეროვანია. თითოეული ექსპონატის შეძენას კი თავისი ისტორია აქვს, რომელიც ქეთევან იაშვილმა თავის მოგონებებში აღწერა და შემოინახა.

კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი, ექიმი-კოსმეტოლოგი 1980 წელს, 97 წლის ასაკში გარ­და­იც­ვა­ლა და ანდერძის თანახმად, თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუზეუმის ეზო­შია დაკრძალული. ის იყო ქალი, რომელმაც რამდენიმე ათეული წლის წინ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებაზე. მან მთელი თავისი ცხოვრება სწორედ ამ კოლექციის შეგროვებას მიუძღვნა.