ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოზარდებს, რომლებმაც რამდენიმე კვირის განმავლობაში 50%-ით შეამცირეს სოციალური მედიის გამოყენება, გაუუმჯობესდათ ხედვა საკუთარი წონისა და გარეგნობის მიმართ.

კვლევაში მონაწილეობა 221 მოზარდმა და ახალგაზრდამ (17-25 წლამდე) მიიღო, მათმა ნახევარმა კი, “ეკრანის დრო”, 4 კვირის განმავლობაში, 1 საათამდე შეამცირა. ექსპერიმენტის დაწყებამდე, მათ დაურიგდათ კითხვარი, სადაც თავიანთი გარეგნობისა და წონის მიმართ დამოკიდებულება შესაბამისი ქულებით შეაფასეს. იგივე უნდა გაეკეთებინათ კვლევის დასრულების შემდეგაც.

საბოლოოდ, კვლევით დადასტურდა, რომ სოციალური ქსელების შემცირებულმა გამოყენებამ ახალგაზრდებს საკუთარ გარეგნობასა და წონაზე ხედვა დადებითისკენ შეუცვალა.

აღნიშნული ექსპერიმენტის მთავარი იდეაა შეგვახსენოს, რომ სოციალურ ქსელებს იმაზე მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამ შემთხვევაში, ახალგაზრდები მოწყვლად ჯგუფად ითვლებიან – სამწუხაროდ, წლიდან წლამდე იზრდბა 17-25 წლამდე ადამიანებში მენტალური დაავადებების განვითარების რისკი.