
საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო, ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების აღიარება სირცხვილია, ან მათ უმნიშვნელოდ მივიჩნევთ. არადა, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მენტალური ჯანმრთელობის უზრუნველყოფაც ისეთივე აუცილებელია, როგორც ფიზიკურის. დასამალი არცერთ შემთხვევაში არაფერია, ორივე მათგანს სჭირდება თანაგრძნობა, სათანადო ყურადღება და ზრუნვა.
