
ნაცისტურმა ოკუპაციამ სამი მოზარდი გოგო მებრძოლად აქცია. თრუს ოვერსტიგენის, ფრედი ოვერსტიგენისა და ჰანი შაფტის ისტორია მათი სიმამაცის გამო დღემდე ახსოვთ ნიდერლანდებში.
#Femwiki
მაშინ, როცა ფაშისტებმა 1940 წელს ნიდერლანდები დაიკავეს, ჰანი შაფტი 19 წლის, თრუს ოვერსტიგენი 16-ის და ფრედი ოვერსტიგენი მხოლოდ 14 წლის იყო. ოკუპაციის შემდეგ, თინეიჯერთა სამეულმა პატარა ამოცანების შესრულება დაიწყო. მალევე, ოკუპაციის საწინააღმდეგო იატაკქვეშა მოძრაობა ამოქმედდა, რომლის საქმიანობაშიც ამ სამმა გოგომ უდიდესი როლი შეასრულა.
შეიარაღებული მებრძოლი თინეიჯერები ნაცისტებს სიკვდილით უსწორდებოდნენ, თუმცა მათ გარდა, ჰოლანდიელ მოღალატეებსაც ხვრეტდნენ, რადგან ნაცისტებზე არანაკლები საფრთხე სწორედ მათგან იყო მოსალოდნელი.
ჰანი შაფტი 1945 წლის 17 აპრილს დაიჭირეს და დახვრიტეს, რამდენიმე დღეში კი ნიდერლანდები საბოლოოდ გათავისუფლდა ოკუპაციისგან. თრუს და ფრედი ოვერსტიგენები გადაურჩნენ ნაცისტურ შურისძიებას და ომი შემდეგაც დიდხანს იცოცხლეს.
სამი თინეიჯერის ისტორია თრუს ოვერსტიგენმა შემოგვინახა, რომელმაც წიგნი მეუღლის გვარით გამოსცა. „არც მაშინ, არც ახლა, არც არასდროს“ – სათაური ომს მიემართება და კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს ავტორის ყველაზე დიდ ოცნებას: აღარ ყოფილიყო ომი არასდროს დედამიწაზე ‘Not Then, Not Now, Not Ever’.
