ბოლო რამდენიმე თვეა მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე “იმ ქალების შთამომავლები” ვმუშაობთ. ფილმი გვიყვება იმ ქალების ისტორიას, რომლებიც სხვადასხვა დროს, სამოქალაქო აქციებში ერთი მიზნისთვის იბრძოდნენ. მათი ისტორიები განსხვავებულია, მაგრამ ყველა მათგანმა თავისი ქმედებით გვაჩვენა და დაგვიმტკიცა, რომ ქალების როლი სამოქალაქო პროტესტში უპირობოდ მნიშვნელოვანი და ხშირშემთხვევაში გადამწყვეტია.

ფილმის ჩვენება 30 აპრილს, 17:00 საათზე, კავეა გალერიაში, შოთა რუსთაველის 2/4-ში გაიმართება.

ადგილები შეზღუდულია, ამიტომ გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეავსოთ მსრუველებმა ფორმა, თუ ნამდვილად შეძლებთ დასწრებას.

https://forms.gle/k5L3MV3QdzmyiwYv5

ფილმი მომზადდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩო (Embassy of the Netherlands in Georgia) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი “Speak Up”-ის ფარგლებში. ფილმში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას.

ფილმზე დასწრება თავისუფალია.

პოსტერის ფოტოს ავტორი: იური მეჩეთოვი
ილუსტრაციის ავტორი: მარიამ კაჭარავა