გუშინ, საქართველოს ხელისუფლებამ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც გვაკარგინებს შანსს, გავხდეთ ევროპული ინტეგრაციის ქვეყანა❗

გუშინდელ აქციაზე ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პოლიციამ 66 დემონსტრანტი დააკავა, ათობით მოქალაქეს სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიღებული.

მოქალაქეების ერთიანი ძალა, უარი უთხრას რუსულ კანონს, ხელისუფლების ნებაზე მაღლა დგას. გელოდებით ყველას დღეს, ისევ პარლამენტთან, 19:00 საათზე!

გაუფრთხილდით საკუთარ თავს, თქვენს ჯანმრთელობას და ყველამ ერთად დავიცვათ უფლება, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი მოქალაქეების პროტესტისა და სიცოცხლის ხარჯზე მოვიპოვეთ❗

https://fb.me/e/GyzIl1Jb?mibextid=RQdjqZ

#არარუსულკანონს

შეგახსენებთ, რომ 15:00 საათზე დაიწყო ქალთა მარში, რუსთაველი უკვე გადაკეტილია

შევხვდებით პარლამენტთან!