დღიური შეხსენება

სიყვარული არ ჰქვია, როცა შენს მთელ რესურსსა და ენერგიას სხვისთვის გასცემ, ეს უფრო საკუთარი თავის დაუფასებლობა და არსიყვარულია. ჯანსაღი ურთიერთობა გაცემისა და მიღების სწორ ბალანსზეა დამოკიდებული და არ გულისხმობს ერთი ადამიანის ხარჯზე მეორე ადამიანისთვის სრული კომფორტის შექმნას. სიყვარულია, როცა შეგიძლია გიყვარდეს სხვა და ამავდროულად იზრუნო საკუთარ თავზეც.
ნორმალური და აუცილებელია, ობიექტურად ხედავდე, რას გასცემ და ასევე ნორმალურია გულწრფელად ამბობდე, რისი მიღება გსურს.

მხატვარი: თამუნა მელიქიშვილი