მენსტრუაცია!

ყველამ კარგად ვიცით, რომ მენსტრუალური ციკლი ადამიანის რეპროდუქციული ასაკის მთავარი თანმდევი მოვლენაა. თუმცა, ტკივილისა და სისხლის გარდა, მენსტრუაციასთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია და ფაქტი არსებობს, რომელიც შეიძლება ჯერ არ იცოდეთ.

მენსტრუაციის დროს გამოყოფილი სისხლი მხოლოდ სისხლი არ არის.

საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, პერიოდის დროს გამოყოფილი სისხლი მხოლოდ სისხლისგან არ შედგება. სინამდვილეში ეს არის სისხლის, ლორწოსა და ქსოვილების კომბინაცია, რომელსაც საშვილოსნო გამოყოფს.

პერიოდის განმავლობაში, ხშირად ხმა იცვლება.

კვლევების მიხედვით, ადამიანების ხმა მენსტრუაციული ციკლის დროს ოდნავ იცვლება, რადგან ამ დროს ორგანიზმში რეპროდუქციული ჰორმონების რაოდენობა მატულობს, რაც იწვევს ხმოვანი იოგების შეცვლას. ასე რომ, თქვენი ხმა პერიოდის დროს შეიძლება ჩვეულებრივზე მეტად უხეში გახდეს. თუ მომღერალი ხართ, სოპრანოსა და პიანისიმოს სიმღერა შეიძლება გაგიჭირდეთ, ქვედა ნოტები კი უფრო მარტივად აიღოთ.

ზამთრის პერიოდში, მენსტრუალური ტკივილი მატულობს.

იმის გამო, რომ ზამთარში დღე უფრო მოკლე და ბნელია, ხშირად ორგანიზმს D ვიტამინი აკლია, რომელსაც ბუნებრივად მზის სხივებისგან ვიღებთ. D ვიტამინი ორგანიზმში ასტიმულირებს დოპამინს, რომელიც ამცირებს განწყობის ცვალებადობას. სწორედ ამიტომ, მისი ნაკლებობა (განსაკუთრებით ზამთარში) იწვევს შფოთვასა და გაღიზიანებადობას.
ასევე, ზამთარში ბევრი ადამიანი ფიზიკურად ნაკლებად აქტიურია, იკვებება ჭარბად, რაც კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის ციკლს.

ჩვენი ორგანიზმი და ორგანიზმში მიმდინარე პროცესები იმაზე მეტად საინტერესოა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამიტომ, უფრო მეტად ცნობისმოყვარეები უნდა გავხდეთ საკუთარი სხეულის მიმართ.