როგორ შევძლოთ მყისიერი რეაქციიდან გააზრებულ მდგომარეობაში გადასვლა, როცა ემოციებთან ერთად, შეგვიძლია რაციონალური ფიქრის და თანაგრძნობის უნარის გამოხატვა?

1️⃣ სანამ ემოციური მდგომარეობიდან შეძლებთ გამოსვლას, სცადეთ:

– ყურადღება მიაქციოთ თქვენს სუნთქვას;
– როცა რამეს იგრძნობთ, დაარქვათ სახელი;
– მიიღოთ შხაპი;
– ჩაეხუტოთ საკუთარ თავს, ან სხვა ფიზიკური ფორმით დაამშვიდოთ საკუთარი თავი;
– აღიაროთ, რომ არც ისე მარტივ სიტუაციაში აღმოჩნდით.

2️⃣ სანამ სრულად გაიაზრებთ ყველაფერს, რაც მოხდა, სცადეთ:

– ესაუბროთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ან ადამიანებს, რომლებთანაც გულწრფელი ხართ;
– ჩამოწეროთ ყველაფერი, რაც თქვენ თავს მოხდა;
– გაისეირნოთ, ან რამე ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ;
– გადახედოთ მოვლენების განვითარებას – როგორ დაიწყო ყველაფერი და სად მიხვედით;
– დაუსვათ კითხვები თქვენს “მყისიერ რეაქციას” —“რა გამოვტოვე?”, “როგორ აღწერდა ამ ყველაფერს ობიექტური მაყურებელი?”
– კითხოთ საკუთარ თავს: “რა მჭირდება იმისთვის, რომ ყველაფრის გაგრძელება შევძლო?”
– იფიქროთ, რა შეიძლება დაგხმარებოდათ იმ მომენტში ემოციური სიტუაციის გადასალახად და როგორ გაუმკლავდებით მომავალში მსგავს სიტუაციებს?

ჩვენი მყისიერი რეაქცია ხშირად არარაციონალურია, ამ დროს მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად ემოციებს ეყრდნობა. უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი ემოციური მდგომარეობა გვაქვს (გაბრაზება, წყენა, სევდა) მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მივიღოთ.