2014 წლიდან, საქართველოში „კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მოქმედებს, რომლის მიხედვითაც იკრძალება და კანონით ისჯება ყველანაირი ფორმის დისკრიმინაცია სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა, ან სხვა ნიშნის მიხედვით.

თუ ოდესმე რაიმე ფორმით დისკრიმინაციის მსხვერპლი გამხდარხართ, უნდა გახსოვდეთ, რომ კანონი თქვენ მხარესაა. დღესდღეობით, ანტიდისკრიმინაციულ კანონს სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობს.

მასალა შექმნილია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) პროექტის ფარგლებში – “მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ საქართველოში” (BREN), რომელიც მხარდაჭერილია ბრიტანეთის მთავრობის მიერ. მასალაში გაჟღერებული განცხადებები ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს IWPR-ის ან დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოსაზრებებს.