“ჩუღურეთში 5 ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი თავს დაესხა”. – 2022 წელი

“ტრანსგენდერი ქალი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადახტა” – 2020 წელი

“გვეუბნებოდნენ, თქვენნაირი ხალხის ადგილი აქ არ არის, სირცხვილიაო – ტრანსგენდერი ქალები რესტორნის პერსონალს ძალადობაში ადანაშაულებენ” – 2019

“ტრანსგენდერი ქალის თქმით, მასზე პოლიციის თვალწინ იძალადეს”. – 2018 წელი

“თბილისში თავს დაესხნენ 2 ტრანსგენდერ ქალს, მათ ტვინის შერყევა და სხეულის სხვა დაზიანებები მიიღეს.” – 2018 წელი

20 ნოემბერი ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეა.

დღეს მსოფლიო ტრანსგენდერ ადამიანებს იხსენებს.

ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და სამუშაო ადგილების არარსებობა, ჩაგვრა, ზეწოლა და ყოველდღიური დისკრიმინაცია სამართალდამცავი ორგანოებისგან – ეს ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიურობაა.

საბი, ბიანკა, ლიკა და ზიზი საქართველოში, ტრანსფობიურ ნიადაგზე გარდაცვლილი ადამიანები არიან – მათ და სხვა ტრაგიკულად დაღუპულ ტრანს ადამიანებს უკან ბევრი ჩვენგანი დგას. ისინი, ვინც პატივს მივაგებთ, გვახსოვს და ვაფასებთ მათ ხსოვნას.

მადლობა თქვენ, ყველას, ვინც ყოველდღიურად იბრძვით ტრანს, არაბინარული და ქვიარ ადამიანების ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის და თავისუფლებისთვის.