ჯენიფერ ენისტონმა ღიად ისაუბრა საკუთარი ნაყოფიერების შესახებ და თქვა, რომ როცა 30-40 წლის იყო, რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა ხელოვნური განაყოფიერება. #femfact

ენისტონმა ადრე უკვე ისაუბრა საზოგადოების ზეწოლაზე, რომელიც ქალებს სთხოვს, გააჩინონ შვილები. ასე იყო მის შემთხვევაშიც. მედია საშუალებით არაერთხელ გაჟღერებულა ფრაზები, “როდის გააჩენს შვილს ჯენიფერ ენისტონი”? — რამაც კიდევ უფრო გაართულა მისი მდგომარეობა . “ასე გადიოდა წლები, ეს ყველაფერი კი საზოგადოებიდან ყოველდღე მესმოდა. ვმკურნალობდი, ვცადე ხელოვნური განაყოფიერებაც, უამრავ ჩაის ვსვამდი, ყველაფერს ვიღებდი, რაზეც მეტყოდნენ, რომ დაორსულებაში დამეხმარებოდა”.

სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით უნაყოფობა 80 მილიონზე მეტს წყვილს აქვს. სამედიცინო კვლევების მიხედვით, წელიწადში კლინიკები დაახლოებით 2.5 მილიონ ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო პროცედურებს აკეთებენ, აქედან მხოლოდ ნახევარი მილიონის შემთხვევაში დგება ორსულობა.

მიუხედავად რთული ეტაპებისა, როგორც ენისტონი ამბობს, არასდროს ინანებს, რომ ეს გზა გაიარა. ყველა ადამიანმა, ვისაც სურს ორსულობა, მაგრამ ვერ ახერხებს, უნდა იცოდეს, რომ მარტო არ არის, ამაზე ლაპარაკი კი ყველას ღიად უნდა შეგვეძლოს.