
ზამთრისთვის ერთი მნიშვნელოვანი წესი უნდა შეგახსენოთ
როდესაც ტემპერატურა იკლებს და სიცივეები იწყება, პატარა ფისოები მანქანის წინა ნაწილში ძვრებიან, რომ გათბნენ და არ გაიყინონ.
სანამ მანქანას დაძრავთ, გახსენით მანქანა, დაასიგნალეთ ან უბრალოდ ფეხი მიარტყით, რადგან ფისოს შეიძლება ეძინოს და ვერ გაიგოს ვერც კარის გაღება და ვერც თქვენი მანქანაში ჩაჯდომა.
თუ ამ პატარა დეტალს ყურადღებას მიაქცევთ, უამრავი ფისოს სიცოცხლეს გადაარჩენთ. სამწუხაროდ, ბევრი კატა ეწირება ადამიანების დაუდევრობას.
