სამწუხაროდ, ხშირად მოისმენთ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც ყვებიან, რომ სასმელში უნებართვოდ ჩაყრილი მავნე ნივთიერებების ზეგავლენის შედეგად, მასზე ფიზიკურად იძალადეს, ან ჰქონდათ ამის მცდელობა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქმედება არასდროს არის მსხვერპლის ბრალი. სასმელში უცხო, მავნე ნივთიერებების უნებართვოდ ჩაყრა არის პრობლემა, რომელიც უნდა მოაგვაროს შესაბამისმა უწყებებმა და არა იმ ადამიანებმა, ვინც უშუალოდ მსხვერპლები არიან ან მომავალში შეიძლება რომ იყვნენ.

ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ:

დააფარეთ თქვენს სასმელს იმ მომენტში არსებული ნებისმიერი რამ;

ყოველთვის თვალი ადევნეთ თქვენს ჭიქას;

არასდროს დადოთ სასმელი ჭიქა, ატარეთ თან;

თუ ვინმე შემოგთავაზებთ სასმელის ყიდვას, გაჰყევით მას ბარამდე;

თუ რამე კონკრეტული ეჭვი გაქვთ, გადაღვარეთ სასმელი;

არ მოწყდეთ თქვენს მეგობრებს, თუ ეს აუცილებელი საჭიროება არ არის;

გახსოვდეთ, ბოთლში არსებული სასმელი შედარებით უფრო უსაფრთხოა.

ალბათ, ვერავინ იფიქრებს, რომ მსგავს სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა ეს რეალობაა და თუ ამ მარტივ მითითებებს დავიცავთ შევძლებთ, თავი ვიგრძნოთ უსაფრთხოდ და დაცულად.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia