
დეპრესიის 5 ფარული ნიშანი, რომლის შესახებაც შეიძლება არ იცოდეთ
1️⃣ ბრაზი და გაღიზიანებადობა
დეპრესიის დროს, უიმედობისა და მწუხარების მაგივრად, შეიძლება იგრძნოთ ბრაზი, რაც მანამდე საერთოდ არ გახასიათებდათ. მარტივად გაღიზიანებადობაც დეპრესიის ერთ-ერთი ნიშანია, თუმცა ამ სიმპტომებზე თითქმის არასდროს ლაპარაკობენ.
სხვა ადამიანების მიმართ, უმნიშვნელო საკითხებზე, განსაკუთრებული სიბრაზის გამოვლენა, ნაკლებად მომთმენი ხასიათი ან საკუთარ თავზე უმიზეზო გაბრაზება – ეს ყველაფერი შეიძლება დაკავშირებული იყოს დეპრესიასთან.
2️⃣ მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და უენერგიობა
დეპრესიამ შეიძლება ფიზიკურად დაგღალოთ. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანების 98%-ს, ვისაც დეპრესია აქვს, აწუხებს დაღლილობის შეგრძნება.
დეპრესიასთან დაკავშირებულ დაღლილობას ძილი არ შველის. დაღლილობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ ყოველდღიური საქმეების კეთებაში, რომელსაც ადრე ჩვეულებრივ აკეთებდით, ის იწვევს კონცენტრაციისა და ინტელექტუალური უნარების დაქვეითებას.
3️⃣ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
დეპრესია და ნაწლავების სიჯანსაღე ხშირად ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
ნაწლავის პრობლემების ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება დეპრესია იყოს და ასევე, დეპრესიამ გამოიწვიოს ნაწლავების გაღიზიანება – გულისრევა, მოვლითი ტკივილები, შებერილობა.
ზოგიერთი კვლევით ასევე დასტურდება, რომ დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებაც კი, რომელიც IBD-ს (ნაწლავის ანთებითი დაავადება) ან IBS-ის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) სახით ვლინდება.
4️⃣ სიცარიელისა და დაბუჟების შეგრძნება
დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს, სიცარიელისა ან სხეულის დაბუჟების ხანგრძლივი განცდით.
დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს ანჰედონიის სახით, რაც გულისხმობს ინტერესის დაკარგვას იმ საქმეებისა თუ აქტივობების მიმართ, რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ. ამ დროს შეიძლება დაკარგოთ ყველანაირი მოტივაცია.
5️⃣ იძულებითი ბედნიერება
შეიძლება ადამიანს ჰქონდეს დეპრესია, თუმცა საზოგადოებაში ამას ვერავინ ამჩნევდეს. დეპრესიას ერთი გამოხედვით ვერ აღმოაჩენთ.
დეპრესიაში მყოფმა ადამიანებმა შეიძლება მოირგონ როლები, იყვნენ მხიარულები, თავი მოგაჩვენოთ, რომ ენერგიულები და პროდუქტიულები არიან, თუმცა როგორც კი მარტო დარჩებიან, გრძნობენ სიცარიელეს, მარტოობასა და სევდას.
თქვენ თუ გიგრძვნიათ ან გამოგიცდიათ რომელიმე სიმპტომი?
