
ირანში ლგბტი უფლებადამცველ ზაჰრა სედიგი-ჰამადანსა და ელჰამ ჩუბდარს სიკვდილი მიუსაჯეს.
Amnesty International-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, სასჯელი ეფუძნება დისკრიმინაციულ მიზეზებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის სექსუალურ ორიენტაციასთან და/ან გენდერულ იდენტობასთან, ზაჰრა სედიღი-ჰამადანის შემთხვევაში კი, მის ლგბტ აქტივიზმთან.
ირანის ხელისუფლებამ ისინი ჰომოსექსუალიზმის, აზარტული თამაშების, თაღლითობის, უკანონო სექსუალური ურთიერთობების ხელშეწყობასა და მათი ინტერნეტში გამოქვეყნებაში დაადანაშაულა.
“მინდა იცოდეთ, რამხელა ზეწოლას ვითმენთ და ვუძლებთ ლგბტ ადამიანები ირანში. ყოველდღე სიცოცხლეს ვრისკავთ, მაგრამ აუცილებლად ვიპოვით და დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს საზოგადოებაში. იმედი მაქვს, დადგება დღე, როცა ყველანი თავისუფლად ვიცხოვრებთ ჩვენს ქვეყანაში”.
ირანში არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია სიკვდილით ისჯება. ამის გამო ლგბტქ თემის წევრებს საკუთარი ორიენტაციის დამალვა, ან ქვეყნიდან გაქცევა უწევთ.
