
#Femwiki
მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილი აღიარებს ფრიდა კალოს განსაკუთრებულ შემოქმედებას, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რა გზა გაიარა მან, სანამ წარმატებას მიაღწევდა.
ექვსი წლის ასაკში, პოლიომიელიტის გამო, რამდენიმე თვე ლოგინს იყო მიჯაჭვული, ვირუსმა ფეხის დაზიანება დაუტოვა და კოჭლობდა. თინეიჯერობის ასაკში, მძიმე ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მენჯი და ხერხემალი დაუზიანდა. სწორედ ამ დროს დაიწყო მან ხატვა. “გატეხილი სვეტი”- ამ ნახატით ფრიდა კალომ საკუთარი ცხოვრება ასახა. დაზიანებული ხერხემალი, გადაადგილების შეზღუდული უნარი და ყოველდღიურად სამედიცინო კორსეტის ტარება – ეს მისი რეალობა იყო.
ფრიდა კალო დაუპირისპირდა საკუთარ ფიზიკურ შეზღუდვებს და მისი ყოველდღიურობა ხელოვნებად აქცია. “არასდროს ვხატავ სიზმრებს ან კოშმარებს, მე ვხატავ ჩემს რეალობას”.
