ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აბორტი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება აღარ იქნება.

‍⚖️ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა კანონი, რომელიც აბორტის უფლებას ფედერალურ დონეზე აწესებდა. ამ ცვლილებების შემდეგ, აშშ-ში ადამიანები დაკარგავენ ფედერალური კონსტიტუციით ნახევარი საუკუნის განმავლობაში გარანტირებულ აბორტის უფლებას და ცალ-ცალკე შტატებს შეეძლებათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, შეზღუდავენ თუ არა საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ამ უფლებას.

საუბარია Roe v. Wade-ის, 1973 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალური კონსტიტუციით იყო დაცული და მნიშვნელოვან სამართლებრივ ბერკეტებს ანიჭებდა აღნიშნულ უფლებას. ამავე წელს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ადამიანებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება- ორსულობის მეორე ტრიმესტრში.

ამერიკა, როგორც ჩანს, დემოკრატიის, თანასწორობისა და თავისუფლების ცენტრი, მხოლოდ და მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებშია. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უმძიმესი რისკის ქვეშ აყენებს.