5 რამ, რაც დეტოქს ჩაის შესახებ უნდა იცოდეთ

დეტოქს ჩაი განსხვავდება იმ ჩაისგან, რომელსაც ხშირად ვყიდულობთ ხოლმე ყოველდღიური გამოყენებისთვის.

დეტოქს ჩაი ითვლება საკვებდანამატად, რაც გულისხმობს იმას, რომ არ რეგულირდება და მოწმდება FDA-ს ( Food and Drug Administration) მიერ.
დეტოქს ჩაის უამრავი ვარიანტი არსებობს, თუმცა ძირითადად შემთხვევაში, მსგავსი ტიპის ჩაის შეფუთვაზე აუცილებლად წავიკითხავთ, რომ ის:
ხელს უწყობს სწრაფ მეტაბოლიზმს;
აუმჯობესებს იმუნიტეტს;
ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას;
ამცირებს წყლის შეკავების პროცესს;
ხელს უწყობს დეტოქსიკაციას.

☘️მსგავსი ტიპის ჩაი ძირითადად შეიცავს მცენარეების იმ კატეგორიას, რომელსაც იყენებენ საფაღარათო წამლების დასამზადებლად.

მცენარეული საფაღარათო საშუალებები ასტიმულირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ეს კი ხელს უწყობს მონელების პროცესს. ძირითადად, დეტოქს ჩაის გამოყენების შემდეგ, ჯანმრთელობისთვის არასასურველი ზემოქმედებისა და ღვიძლის დაზიანების შემთხვევები უფრო მეტია, ვიდრე ის დადებითი შედეგები, რომლებიც შეფუთვაზეა ჩამოთვლილი.

️ სამდღიანი ან სამკვირიანი დეტოქს ჩაის პროგრამა ვერ გვაძლევს მუდმივ და დიდხნიან შედეგს.

თქვენ შეიძლება ნამდვილად დაიკლოთ, მაგრამ წყლის დაკარგვის ხარჯზე, რაც ნიშნაცს იმას, რომ კარგავთ ელექტროლიტების მნიშვნელოვან რაოდენობას. ელექტროლიტები კი ხელს უწყობენ კუნთების და ნერვების ფუნქციონირებას, შესაბამისად გავლენას ახდენენ თქვენი სხეულის ყველა ორგანოს სისტემაზე. როგორც კი შეწყვეტთ ჩაის მიღებას, წყლის ხარჯზე დაკარგული წონა საწყის მდგომაორებას მალევე დაუბრუნდება.

სანამ ღვიძლი და თირკმლები ფუნქციონირებს, თქვენს ორგანიზმში ყოველთვის ხდება დეტოქსიკაციის პროცესი.

ათავისუფლებთ თქვენს სხეულს იმ ნაერთებისგან, რომლებიც არ გჭირდებათ, ან ცვლით მათ სხვა სასარგებლო მიზნებისთვის. თქვენს კუჭსა და ნაწლავებში არსებული ფერმენტები შთანთქავენ თქვენთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს და გამოყოფენ იმას, რაც არ გჭირდებათ თირკმელების, ღვიძლისა და ქვედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით. დეტოქს ჩაის დალევა არ აჩქარებს იმ ფუნქციებს, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი უკვე ისედაც ასრულებს.

დაბალანსებული კვება არის ერთადერთი საშუალება წონის კლებისა და შენარჩუნების პროცესში.

ინფლუენსერების მიერ დარეკლამებულ გასახდომი ჩაის ფოტოებს აუცილებლად შეხვდებით სოციალურ ქსელებშიც, თუმცა ვიდრე მის მოხმარებას გადავწყვეტთ, სასურველია გავითვალისწინოთ მოცემული რჩევები.