დღეს საქართველო 1918 წელს მოპოვებულ და 1991 წელს აღდგენილ დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ეს დღე იყო პირველი ნაბიჯი ჩვენი თავისუფლებისკენ

„დღე თითქოს თანაუგრძნობდა ზეიმს. დილიდან საღამომდის მზე უხვად ასაჩუქრებდა დედამიწას თავისი სხივმოსილი ისრებით. ქართველი ერი ბედნიერი იყო და ღმერთიც. მზის გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში ცისარტყელა იყო“. – ჩანაწერი მარო მაყაშვილის დღიურიდან.

ყველას გისურვებთ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას.