რამდენიმე კვირის წინ, ესპანეთის კონგრესმა 154 მომხრეთა ხმით, უკვე დამტკიცებული კანონის რეფორმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული რეფორმა გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსის შეცვლას იმ კლინიკებისთვის, სადაც ადამიანები აბორტს იკეთებენ – ნებისმიერი ფორმით მათი შევიწროვება ან ზეწოლით აზრის შეცვლის მცდელობა შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს. სამართლებრივი რეფორმა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამი თვიდან ერთ წლამდე ვადით. აღნიშნული კანონი შეეხება მათ, ვინც დევნის ან ემუქრება ადამიანს, ხელს უშლის აბორტის უფლების განხორციელებას, არღვევს თავისუფალ ნებას და კონფიდენციალურობას.

ხშირად გსმენიათ ალბათ სისტემური დანაშაულის შესახებ, როცა ადამიანთა ჯგუფები (მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც) აბორტის მსურველებზე გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ და ცდილობენ, აზრი შეაცვლევინონ მათ. ესპანეთის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი რეფორმა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია რეპროდუქციული თავისუფლების დასაცად.