⚠️გაფრთხილება: პოსტი შეიცავს სენსიტიურ მასალას.

სექსუალური ძალადობა, როგორც რუსული იარაღი

რუსები გავიდნენ კიევის მიმდებარე ტერიტორიებიდან, მაგრამ დატოვეს „ღრმა ჭრილობები“, რომელიც შეიძლება ტრავმისგან აღარც კი განიკურნოს. მსხვერპლთა ჩვენებებით ირკვევა, რომ რუსები უკრაინელების წინააღმდეგ იყენებენ საზარელ იარაღს – გაუპატიურებას.
მინდა გიამბოთ იმ ადამიანთა ისტორიები, რომელთა ცხოვრება იგივენაირი აღარ იქნება:

50 წლის ანა (სახელი შეცვლილია) გააუპატიურა ახალგაზრდა ჩეჩენმა ჯარისკაცმა, როცა მისი სოფელი ოკუპირებული იყო.
„იარაღის მუქარით მან ახლომდებარე სახლში წამიყვანა: „გაიხადე, თორემ გესვრი“. ის აგრძელებდა ჩემ დაშინებას მოკვლით, თუ ისე არ მოვიქცეოდი, როგორც მეტყოდა. „შემდეგ მან ჩემი გაუპატიურება დაიწყო“ – თქვა ანამ.
გათავისუფლების შემდეგ, მან თავისი ქმარი გარდაცვლილი იპოვა. იგი მორბოდა ანას გადასარჩენად, თუმცა მუცელში ესროლეს.

ანას ქუჩიდან რამდენიმე სახლით ქვემოთ, 40 წლის ქალი წაიყვანეს სახლში, სადაც რუსი ჯარისკაცები რჩებოდნენ, შემდეგ გააუპატიურეს და მოკლეს. მისი ყელი ყურიდან ყურამდე იყო გამოჭრილი.
ჯარისკაცმა ტუჩსაცხით დატოვა წერილი, სადაც დაკრძალული სხეულის ადგილმდებარეობა ეწერა.
„მათ (რუსმა ჯარისკაცებმა) მითხრეს, რომ ანა გააუპატიურეს და ყელი გამოჭრეს, გარდაცვალებამდე სისხლისგან იცლებოდა. თქვეს, რომ ძალიან ბევრი სისხლი იყო.“ – ამბობს მეზობელი.

სამწევრიანი ოჯახი – წყვილი დაახლოებით 30 წლის და მათი შვილი, ცხოვრობდნენ სოფლის ბოლოში. 9 მარტს, რამდენიმე რუსი ჯარისკაცი შევიდა სახლში. ქმარმა სცადა ცოლ-შვილის დაცვა, ამიტომ მას ეზოში ესროლეს.
ამის შემდეგ, ორი ჯარისკაცი ისევ და ისევ აუპატიურებდა ცოლს. მიდიოდნენ და ბრუნდებოდნენ, სამჯერ დაბრუნდნენ მის გასაუპატიურებლად. მათ ქალი დააშინეს, თუ წინააღმდეგობას გაუწევდა, მის პატარა ბიჭს ავნებდნენ. შვილი რომ დაეცვა, წინააღმდეგობა არ გაუწევია.
როდესაც ჯარისკაცები წავიდნენ, დაწვეს სახლი და ოჯახის ძაღლებს ესროლეს.

25 წლის ქალს დაუძახეს, რათა მისი 16 წლის და ქუჩაში მისი თანდასწრებით გაეუპატიურებინათ. მან თქვა, რომ მისი დის გაუპატიურების დროს ისინი ყვიროდნენ „ესე დაემართება ყველა ნაცისტ მეძავს“.

დაახლოებით 14-24 წლის ასაკის 25 ქალს ერთ-ერთ სახლში, ბუჩაში ოკუპაციისას, სისტემატურად აუპატიურებდნენ. 9 მათგანი ორსულადაა. რუსმა ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ ამ ქმედების მიზანს წარმოადგენდა ყოველგვარი სექსუალური სურვილის გაქრობა ნებისმიერ კაცთან, რათა აღარ ჰყოლოდათ უკრაინელი ბავშვები.

ეს ძალიან მცირეა შესაძლო ასობით და ათასობით მსგავსი შემთხვევებიდან.

ილუსტრაცია IG: yuliya_osyka
ტექსტი IG: hamalera