#შეიMEცნე

ქალწული ეწოდება ადამიანს, ვისაც არასდროს ჰქონია სექსი. თუმცა ყველაფერი ასე ცალსახა არაა, როგორც ეს შეიძლება ჩანდეს. ,,სექსი” სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს, ამიტომაც ქალწულობაც შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს გაგებული.

⚠️ აპკის ქონა და ქალწულობა ერთი და იგივე რამ არაა. Მაგალითად, ზოგიერთი ქალი იბადება ბუნებრივად ღია აპკით. ასევე, სექსის გარდა, უამრავ სხვა აქტივობას შეუძლია აპკის გაწელვა. ამიტომაც, შეუძლებელია აპკის შესახედაობით და შეგრძნებით ითქვას, ჰქონდა თუ არა ვინმეს სექსი.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ პენისით ვაგინის პენეტრაციაა ქალწულობის დაკარგვის ერთადერთი გზაა, თუმცა ეს განმარტება უგულებელყოფს უამრავ ადამიანს და სხვადასხვა ტიპის სექსს. ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ აქვს ესეთი სექსი, თუმცა აქვთ სხვა ტიპის (ორალური, ანალური) და შესაძლოა, ისინი თავიანთ თავს ქალწულებად არ აღიქვამდნენ. Საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა სექსი არაა – აქტი ,,სექსად” შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვალოს, როცა ორივე პარტნიორის თანხმობა არსებობს. Შესაბამისად, თუ ვინმეს პირველ ჯერზე დააძალეს ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსი, შესაძლოა ეს არ იყოს ,,ქალწულობის დაკარგვა”.

,,ქალწულობის დაკარგვის” განმარტება რთული და ინდივიდუალური საკითხია. ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ აინტერესებს, რას ნიშნავს ,,ქალწულობა”. Შესაბამისად, ნერვიულობა იმაზე, ხარ თუ არა ქალწული, ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რას ფიქრობ შენს საკუთარ სექსუალურ გამოცდილებებზე. უნდა კითხო საკუთარ თავს, კმაყოფილი და ბედნიერი ხართ თუ არა თქვენი სექსუალური ცხოვრებით და გამოცდილებით.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia