სექსუალური ძალადობის შემთხვევები, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია არამხოლოდ გოგოებში, არამედ – ბიჭებშიც. ეს პრობლემა დღეს იმაზე მწვავედ დგას, ვიდრე წარმოგვიდგენია, თუმცა საზოგადოება ჯერ კიდევ დუმს და ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს.

რობერტ ბლუმსი, ექიმი, რომელიც 40 წლის განმავლობაში სწავლობდა მოზარდებს, ამბობს, რომ ბიჭების შემთხვევაში, სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ, ეს ამბები იმალება, რაც ქმნის ილუზიას, რომ ბიჭები არ ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, მაგრამ სინამდვილეში, ეს არ შეესაბამება რეალურ მონაცემებსა და მდგომარეობას.
ყოველი მეექვსე კაცი ბავშვობაში სექსუალურ ძალადობას განიცდის. 4-დან 1 კაცი კი, სიცოცხლის მანძილზე ხდება რაიმე სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ჩვენ ვერ მოვაგვარებთ სექსუალური ძალადობის პრობლემას, თუ კაცებისა და ბიჭების მიმართ ძალადობის შესახებ არ ვისაუბრებთ. ისევე როგორც გოგოებს, ბიჭებსაც სჭირდებათ დაცვა და დახმარება, ამაში კი გადამწყვეტი როლი საზოგადოებასა და სახელმწიფოს აქვს.

ვიზუალის ავტორი: elaheh afrashteh
ტექსტი მოამზადა ნინი როხვაძემ