
#FemFacts
სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა, გულწრფელი აღიარების შემდეგ კამერების წინაშე პირველად გამოჩნდა.
გასულ წელს, მოდელმა განაცხადა, რომ წარუმატებელი პლასტიკური ქირურგიული ჩარევით, ის დაამახინჯეს და იმდენად შეუცვალეს სახის ფორმა, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მისი ცნობა. სწორედ ეს გახდა მისი მწვავე დეპრესიის მიზეზი. ლინდა ევანგელისტა წლების განმავლობაში ემალებოდა კამერებს.
მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკური ჩარევა მართლაც წარუმატებელი აღმოჩნდა, ამ ფოტოებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ხშირად მნიშველოვანია არა ის, როგორ გამოვიყურებით, არამედ ის, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს სარკეში და რას ვფიქრობთ საკუთარ გარეგნობაზე.
ქალებს არ გვაძლევენ უფლებას მოგვემატოს ასაკი, შეგვეცვალოს ფორმები. მუდმივი წნეხი საზოგადოებისგან ქმნის სწორედ იმ სტერეოტიპს, რომ აუცილებელი და საჭიროა 56 წლის ასაკში უნაკლოდ გამოვიყურებოდეთ.
ლინდა ევანგელისტასაც, სამწუხაროდ, სწორედ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების გამო მოუწია 5 წლის განმავლობაში კამერებს დამალვოდა, რადგან თვლიდა, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რასაც მისგან საზოგადოება მოელოდა.
