
#grlzბიბლიოთეკა
სამოქალაქო აქტივისტმა და პოეტმა მაია ენჯელოუმ თავისი სიცოცხლე სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლასა და ლგბტ თემის მხარდაჭერაში გაატარა. მან განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა რომანისთვის – “ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი”. ნაწარმოები წლების განმავლობაში აკრძალული წიგნების სიაში იყო შესული.
მაია ენჯელოუს ეს ავტობიოგრაფიული რომანი მისი ცხოვრების ადრინდელ, ბავშვობისა და თინეიჯერობის წლებს ეხება. წიგნში კარგად ჩანს, რა რთულია აფროამერიკელი გოგონასთვის თავის დამკვიდრება.
რასიზმი, მიზოგინია (მიზოგინია – ქალთმოძულეობა, ქალთა და გოგონათა მიმართ უნდობლობა)
ძალადობა – ეს ის თემებია, რომლებზეც მაია ენჯელოუ ნაწარმოებში ღიად საუბრობს.
ამ რომანის დახმარებით, თავად გასცემთ კითხვას პასუხს, თუ რატომ შეიძლება ეშინოდეთ ქალებს წარსულისთვის თვალის გასწორების, ან რატომ უწევთ განსაკუთრებით ფერადკანიან ქალებს ორმაგი შრომა თუნდაც მცირე მიზნების მისაღწევად. ასევე, ამ წიგნის კითხვის დროს, ნათლად წარმოიდგენთ, როგორია იმ მხარეს დგომა, სადაც საზოგადიების მიერ, ყველაზე მეტად ჩაგრული ადამიანები არიან.
ნაწარმოები გაგაცნობთ ქალს, რომელმაც წარსული წარსულში დატოვა, თავი არავის დაუხარა და ცხოვრება უფრო დიდი მიზნების მისაღწევად ღირსეულად განაგრძო.
წარმოგიდგენიათ ოდესმე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი ცხოვრება რასისტულ ქვეყანაში რომ დაბადებულიყავით, როგორც ღარიბი, ფერადკანიანი ქალი?
ილუსტრაცია: ელენე ქათამაძე
ტექსტი: ნინი როხვაძე
