3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა.

მსოფლიოში მილიარდზე მეტი შშმ პირია. ისინი მეტად არიან სერვისებთან მიუწვდომლობის, არათანასწორი მოპყრობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი.

თუ გვსურს პოზიტიური ცვლილებები, უნდა დავიცვათ თითოეული ადამიანის უფლება და აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ჯანსაღი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

შშმ პირები ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და მნიშვნელოვანია, რომ გარემოც ადაპტირებული/მორგებული იყოს მათ საჭიროებებზე.