
#FemFact
ჯესი ჯეიმ 2 დღის წინ თავის სოციალურ ქსელში მუცლის მოშლასთნ დაკავშირებით ტექსტი გამოაქვეყნა:
“გუშინ დილით მეგობართან ერთად ვიცინოდი და ვამბობდი: „სერიოზულად, მიუხედავად იმისა თუ როგორ ვარ, ხვალ ღამე ლოს-ანჯელესში ჩემს კონცერტს ისე ჩავატარებ, რომ აუდიტორიას ჩემი ორსულობის შესახებ არც ვეტყვი.“
გუშინ შუადღისთვის კი იმაზე ვშიშობდი, რამდენად ჩავატარებდი კონცერტს ემოციურად გატეხვის გარეშე.
მე-3 სკანირებაზე წასვლის შემდეგ მითხრეს, რომ გულისცემა აღარ იყო.
ამ დილით კი, ვგრძნობ, როგორ ვერ ვაკონტროლებ საკუთარ ემოციებს. შეიძლება ვინანო ამის გამოქვეყნება, შეიძლება – არა. რეალურად, არ ვიცი.
რაც ვიცი არის ის, რომ მინდა ამ ღამით ვიმღერო. არა იმიტომ, რომ პროცესის თანმდევ დარდს თავი ავარიდო, არამედ იმიტომ, რომ ვიცი დღეს ღამე სიმღერა დამეხმარება.
ორი წლის განმავლობაში ორი შოუ მქონდა და ჩემს სულს ეს სჭირდება. დღეს უფრო მეტად. ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანი იფიქრებს, რომ უბრალოდ უნდა გავაუქმო შოუ. მაგრამ ამ წუთას მინდა ცხადვყო ერთი რამ. სიმღერა დავიწყე, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი სიამოვნებისთვის, რომ ერთგვარად „შემევსო“ ჩემი სული და თვითთერაპია ყოფილიყო ეს ყველაფერი. ეს არ შეცვლილა და მინდა, ჩემებურად გავიარო ეს ყველაფერი.
უნდა ვიყო გულწრფელი, მართალი და არ დავმალო ის, რასაც ვგრძნობ. მე ამას ვიმსახურებ. მინდა იმდენად „მე“ ვიყო, როგორადაც ამ მომენტში შემიძლია ყოფნა. არა აუდიტორიისთვის, არამედ ჩემთვის და ჩემი პატარა ბავშვისთვის, რომელმაც თავისი მაქსიმუმი გააკეთა.
ვიცნობ საკუთარ თავს და ვიცი, რომ ამის შესახებ სცენაზე საუბარი მომინდება, რადგან ესეთი ვარ. ასე რომ, ნაცვლად დაღვრემილი ემოციური სიტყვით გამოსვლისა, ვეცდები ჩემი ენერგია ავხსნა. ეს უფრო უსაფრთხო ჩანს.
გადავწყვიტე, რომ თავად გამეჩინა შვილი, რადგან ეს ის ყველაფერი იყო, რაც მინდოდა და ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. თავისმხრივ დაორსულება იყო სასწაული და გამოცდილება, რომელიც არასოდეს დამავიწყდება და ვიცი, რომ კვლავ მექნება ამის შესაძლებლობა.
ისევ შოკში ვარ, მწუხარება ჭარბადაა. მაგრამ ვიცი, რომ ძლიერი ვარ და ვიცი, რომ კარგად ვიქნები.
ისიც ვიცი, რომ მსოფლიოში მილიონობით ქალს უგრძვნია ეს ტკივილი და უარესიც. მე მათთან, ვისაც ვიცნობ ან არ ვიცნობ, თავს დაკავშირებულად ვგრძნობ.
ეს ყველაზე მარტოსული გრძნობაა მსოფლიოში.
ასე რომ, დღეს ღამე შევხვდებით ლოს-ანჯელესში.
შეიძლება ნაკლებად ვიხუმრო, თუმცა ჩემი გული აქ იქნება. “
