“ოჯახში უამრავი დეიდაშვილი ვართ. ასე წერას იმიტომ ვიწყებ,რომ გაიგოთ რას ნიშნავდა ჩემთვის ახლო ნათესავი და როგორ ვუყურებდი მათ.

ისე მოხდა, რომ 3 დიდან მხოლოდ დედაჩემია ქრისტიანი. დანარჩენები (შვილებიან-ქმრებიანად) სხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან და მუდმივად დამახინჯებულ ფაქტებს ასწავლიდნენ შვილებს ჩემს რელიგიაზე. ამან განაპირობა, რომ თითქმის ტოლი დეიდაშვილები გადამეკიდნენ.

მე ძალიან მიყვარდა რელიგიების შესწავლა და ახლაც თეოლოგიაზე ვსწავლობ. ისე მოხდა, რომ ერთი ნათესავის ქორწილში 2 დეიდაშვილი მეუბნება: “იცი რომ ჩვენ (რელოგია იგულისხმა) ნებისმიერთან დაწოლა შეგვიძლია?!” მე ცოტა შევცბუნდი,ასეთ საუბრებს არ ვიყავი მიჩვეული,მაგრამ არ გამკვირვებია რადგან კატასტროფულად ცუდად ზრდიდნენ მშობლები მათ.

როცა მოსაღამოვდა(ქორწილი ე.წ. სეფაში იყო), როცა ყველა დათვრა და ბავშვებიც ყველას მივავიწყდით ორმა დეიდაშვილმა ხელი მომკიდა და ერთ-ერთ ოთხაში შემიყვანეს. წარმოდგენა არ მქონდა იქ რა მელოდებოდა.

18 და 20 წლისები იყვნენ და უცებ მორჩნენ ყველაფერს… ჩემს ცხოვრებააი ყველაზე საშინელი 5 თუ 10 წუთი იყო. ისე უმოწყალოდ გამიმეტეს არც შერცხვენიათ, არც უფიქრიათ რა მომელოდა. გაშეშებული ვიწექი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ბევრი იფიქრებს რომ ვამძაფრებ, მაგრამ პირიქით… ბევრი ისეთი დეტალია, რისი გახსენებაც კი ტკივილს მაყენებს. წარმოდგენაც არ გაქვთ რამხელა სტრესია, როცა 2 მამაკაცი უნებართვოდ თქვენთან სექსით კავდება.

თავი საშინლად ვიგრძენი. რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ვიკეტებოდი, დამეწყო ნერვული შეტევები, ბიპოლარულ აშლილობამდე მივედი. ასევე, ქრონიკული ნერვული დაავადება დამემართა. მიჭირდა კონცენტრაცია,მეშინოდა და ვერიდებოდი ყველა კაცს. გარდა ამისა, ჩვენი ერის მენტალობიდან გამომდინარე საერთოდ ხელი ჩავიქნიე წესიერი მეორე ნახევრის პოვნაზე და ძვლივს-ძლივობით კარიერის შენება დავიწყე.

მადლობა ღმერთს, დრო შეიცვალა და ვიპოვე საჩემო ადამიანი, ვინც გამიგო და მხარი დამიჭირა, მაგრამ ისე მოხდა რომ ამ ტრავმის გამო ვაგგინიზმი მქონდა. დღესაც მიჭირს ნორმალურად ორგაზმის განცდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რაშია გაამოსავალი? სამწუხაროდ, ჩემს შემთხვევაში არაფერში. არც მტკიცებულებები მაქვს და არც მოწმეები მყავს. ერთადერთი რაც მინდა სიმშვიდეა. თქვენ კი გირჩევთ რომ მაქსიმალურად დაუდგეთ შვილებს გვერდით, რათა მენტალურად მყარად იდგნენ და ვერავინ გაბედოს მათი უფლებისა და ღირსების შელახვა. სამწუხაროდ, საზოგადოებიდან გამომდინარე არ მაქვს თანადგომის იმედი,ამიტომ ვცდილოვ ამ მხრივ საზოგადოებაში შევცვალო რამე და მე დავუდგე მსხვერპლებს გვერდით.”

მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.

საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ ❗️მოქმედების დროა ❗️

#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze