ალექსანდრა (საშა) ჭილაია-ჩიქოვანი, რომელიც სილამაზის დედოფლად იყო აღიარებული, გახლდათ საქველმოქმედო აქციის იდეის ავტორი, რომელიც ჭლექით დაავადებულებს ეხმარებოდა და სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი „გვირილობის“ დღესასწაულს. #FemWiki

მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში ქალები ქველმოქმედების მიზნით ყიდდნენ გვირილებს და აგროვებული ფულით ჭლექით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. საშა ჩიქოვანი გიმნაზიელებს საკუთარი ხელით ურიგებდა ცოცხალ გვირილებს. ამბობენ, რომ გიმნაზიელები ჩუმად იხსნიდნენ მიმაგრებულ ყავავილებს, რომ ხელახლა შეხვედროდნენ საშა ჩიქოვანს. საკინძეზე მიმაგრებული ყვავილი შემდეგ ქუთაისის სიმბოლოდ იქცა.

1909 წლიდან 1913 წლამდე ეს დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა და იმდროინდელ გაზეთ „კოლხიდას“ მონაცემებით, თითოეული ყვავილი იყიდებოდა და ყულაბებიც საკმაოდ დატვირთული იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს დღესასწაული ქუთაისის პარალელურად თბილისშიც იმართებოდა და ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, თუ ვინ მეტ თანხას შეაგროვებდა ტუბერკულოზით დაავადებულთათვის.