ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხალხი ბრძოლას არ წყვეტს, იმ გამოწვევებისა და რთული პირობების მიუხედავად, რომლებსაც მათ პოლიცია უქმნის. #FemFacts

პოლიცია ცდილობს მაქსიმალურად ჩაახშოს წინააღმდეგობა და შეამციროს აქტივისტების რაოდენობა. აიღეს პროტესტის მონაწილე პირების კარვები მდინარე რიონის ხეობაში, ამის მიზეზად კი მდინარის ადიდების საშიშროება და იმ ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაასახელეს, რომლებიც ღამეს ამ კარვებში ათევდნენ.

ამ ბრძოლაში მოწინავე რიგებში ქალები დგანან – მაკა და მარიტა.

“მე იქ ჩემს ადგილს ცარიელს არ დავტოვებ, სანამ ამ ბრძოლას არ დავამთავრებ” – ამბობს მაკა სულაძე.

“არ გვძინავს, ჰესები ესიზმრება აქ ხალხს და შაქარი უწევს. ვზივართ აქ ცეცხლთან. სპეცრაზმით თუ მოინდომეს ჩვენი დაშლა, თორემ ისე დანებებას არ ვაპირებთ.” – მარიტა მუსელიანი.