მარიამ ღურბელეიშვილი, 19 წლის

“კარგი გოგო ხარ, მაგრამ… კბილები ცოტა ტეხავს”, არც ერიდებოდათ, ისე მეუბნებოდნენ ხოლმე.

მოკლედ, დამაკომპლექსეს.

საქმე იქამდე მივიდა, რომ სიცილის დროს ხელს ვიფარებდი პირზე, რომ ჩემი “საშინელი” კბილები არ დაენახათ.

დრო გავიდა, სტანდარტებიდან ამოვძვერი და საკუთარი თავი თავისივე ნაკლით, “უშნო” კბილებით შევიყვარე.

ახლა ასეთი ვარ!

ამ სამყაროში რაც ყველაზე მეტად მიყვარს, ალბათ სიცილია…”

ციფრული წიგნის სანახავად გადადით ბმულზე:
https://selflovestories.ge/