“ფეხი მოვიტეხე და თითქოს უწყინარი მოტეხილობა, დიდ ტრავმად მექცა. ტრავმას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ თხილამურზე ვეღარ ვდგები. ჩემი მეგობრები, ან ოჯახის წევრები რომ მთაზე არიან, მეც იქვე ვარ, მაგრამ სხვა რამით ვირთობ თავს. ვიზუალურად როგორ გამოიყურება? ძალიან ცუდად, საშინლად, წვივზე კუნთის ნაწილი არ მაქვს და დიდ ზოლად მეტყობა ათასჯერ ნაოპერაციები ადგილი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ჩემი ფეხი თავიდანვე მივიღე ისეთი, როგორიც არის. არ ვმალავ ტანსაცმლით და ვერც ვამჩნევ. რომ მეკითხებიან რა მჭირს, ან თანაგრძნობას გამოხატავენ, ვუყვები რაც არის, მაგრამ ვუყვები რათა მათი ინტერესი დავაკმაყოფილო და არა იმიტომ, რომ თანაგრძნობა მივიღო. ეს ბუნებრივად ხდება და არც მაწუხებს, პირიქით, ხანდახან იმდენად მხიარულად გამომდის, რომ ვატყობ უკვირთ. კიდევ ვატყობ, რომ თავადაც მხნევდებიან, რადგან აღმოაჩენენ, რომ შესაძლებელია ხელს არ გიშლიდეს ფეხი, რომელიც სილამაზის სტანდარტებში არ ჯდება.
ეს თავგადასავალია, რომელიც ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის.”
ციფრული წიგნის სანახავად გადადით ბმულზე:
https://selflovestories.ge/

