“18-20 წლის ასაკში ჩემი წონა იყო 41 კგ (სიმაღლე 170სმ), ძალიან გამხდარი ვიყავი. კატასტროფულად გამოვიყურებოდი, სულ მეძინებოდა, სწრაფად ვიღლებოდი, იმუნური სისტემა დასუსტებული, არეული ციკლი და ბევრი ცუდი რამე. ნერვიულობით ერთ დღეში შემეძლო 1 კილოს დაკლება. ერთადერთი რასაც მეუბნებოდნენ ექიმები – ‘უფ, ჭამე მერე, რა მოგივიდა! ესეიგი მეტი უნდა ჭამო, ვა!’
ჩემი გარეგნობა და წუწუნი წონის ვერ მომატებაზე მხოლოდ გაღიზიანებას იწვევდა ხალხში. როგორც დიდ წონიანზე ამბობენ ხოლმე – “ნუღარ შეჭამ და გახდები”, იგივეს მეუბნებოდნენ მეც: “ჭამე და გასუქდები”. მეც დავიჯერე, რომ იმდენს არ ვჭამდი, რაც საჭირო იყო.
მხოლოდ 10 წელიწადში გაირკვა, რომ ჰორმონალური პრობლემები მქონია და ერთ წელიწადში 15 კგ-ით მოვიმატე!
ყველაზე ბედნიერი კი იმით ვიყავი, რომ არ ვკდებოდი 40 კილოგრამით. დაუჯერეთ საკუთარ სხეულს თუ რამე გაწუხებთ შეიმოწმეთ, ნუ შიმშილობთ. თუ გითხრეს – ‘მსუქანი ხარ და ნუ ჭამ რომ გახდე’ ან პირიქით, გაესინჯეთ. ყველაფერი შეიმოწმეთ ნუ გახდებით სტანდარტების მსხვერპლი.”
წიგნის სანახავად გადადით ბმულზე: https://selflovestories.ge/

