უხორცო ორშაბათი კამპანიაა, რომლის არსიც მდოგმარეობს კვებითი რაციონიდან ხორცეულის ამოღებაში კვირაში ერთი დღე მაინც. #femfact

კამპანია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, რადგან მისი დახმარებით ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ კვირაში, სულ რაღაც, ერთი დღე ხორცზე უარის თქმას, უამრავი სასაიკეთო ცვილების მოტანა შეუძლია პლანეტისთვის.

მეცხოველეობა წარმოქმის უფრო მეტ სათბურის გაზებს, ვიდრე მთლიანი სატრანსპორტო სექტორი, ანუ ყველა მანქანა, თვითმფრინავი და მატარებელი ერთად.

100 გრამი ხორცის ფარშის წარმოებისთვის კი იხარჯება 1600 ლიტრამდე წყალი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 100 გრამი ხორცის წარმოებას სჭირდება იმდენივე ენერგია, რამდენიც ტელეფონის დატენვას დასჭირდებოდა 6 თვის მანძილზე.

კვირაში ერთი დღე ხორცის გარეშე ცხოვრება, ასევე ძალიან სასარგებლოა ორგანიზმის სიჯანსაღისთვის. ამ გზით, შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის და დიაბეტის განვითარების შანსის შემცირება. ხორცის ჩანაცვლება ბოსტნეულითა და მცენარეული საკვებით სასარგებლოა თიკმელების და სხვა ორგანოების სიჯანსაღისთვის. ლობიოს, თხილეულს, სოიოს და სხვა ბოსტნეულს კი მარტივად შეუძლია საკმარისი პროტეინის მიწოდება ორგანიზმისთვის.

შემთხვევითი არ არის, რომ ეს დღე სწორედ ორშაბათია. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები უფრო მოტივირებულები არიან, დაიწყონ სასარგებლო ჩვევების გამომუშავება კვირის დასაწყისში.