რამდენიმე წლის წინ, ქალების მიერ წამოწყებულმა გამოთვლებმა და დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ყოველდღიური თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებების, ზუსტად ერთნაირი პროდუქტების ფასები ერთმანეთისგან განსხვავდება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სქესისთვისაა განკუთვნილი. #FemFacts

სწორედ აქედან მომდინარეობს Pink Tax, რომელიც შემდეგს გულისხმობს: ქალებისთვის ყოველდღიურად საჭირო პირადი ჰიგიენის საშუალებები დაახლოებით 13% ით უფრო ძვირია, ვიდრე მამაკაცებისთვის, რაც უცნაურია, ვინაიდან პროდუქტებს შორის განსხვავება, ძირითადად, მხოლოდ ფერია.

არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი ფასები უძველესი დროის სტერეოტიპებიდან მოდის, როცა ქალს მხოლოდ დიასახლისობა ევალებოდა და მამაკაცის ხელფასით ცხოვრობდა. თანამედროვე დროში, ქალების უმეტესობა საკუთარი ოჯახისთვის თავად შრომობს, მაგრამ ამის მიუხედავად მამაკაცზე ნაკლები შემოსავალი და გაცილებით მეტი გასავალი აქვს, ვინაიდან მათთვის აუცილებელი თავის მოვლის საშუალებების საფასური გაურკვეველი მიზეზებისა და სტერეოტიპების გამო კაცისას საგრძნობლად აღემატება.

ნიუ იორკში 2020 წლის 30 სექტემბერს მიღებული ახალი კანონით “Pink Tax” დაუშვებელი გახდა, რაც გულისხმობს, რომ ერთი სახის პროდუქტისა თუ მომსახურების ფასის გენდერის მიხედვით განსაზღვრა ოფიციალურად აიკრძალა.