
მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 2020 წლის 8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე გამოწერილი შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა. PHR-ის ინფორმაციით, სასამართლო დარწმუნდა, რომ ოჯახში ძალადობა ჩადენილია და ორდერები გამოწერილია შესაბამისი სამართლებრივი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, რომელიც ბასილაშვილის ცოლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ დიდი ზეწოლის, შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტი გახდა.
დიდი ზეწოლაა ასევე ამ ორგანიზაციაში მომუშავე კონკრეტულ უფლებადამცველ ქალებზე.
GrlzWave მხარდაჭერას და სრულ თანადგომას უცხადებს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR-ს.
