ჰარიეტ ბიჩერ სტოუ #Femwiki
მან თავისი რომანით “ბიძია თომას ქოხი”, მონობის საწინაღმდეგო მოძრაობის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

რომანი აფროამერიკელი მონის, ბიძია თომას ცხოვრებას აღწერს. ის ერთ-ერთ პატარა ჟურნალში იბეჭდებოდა, შემდეგ წიგნად გამოიცა და ბიბლიის მერე ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა.

ამ ბესტსელერმა, მონათმფლობელების, აფრო-ამერიკელების მონურ ეპოქაში ადამიანის გონებრივი რევულუცია მოახდინა და უზარმაზარი წვლილი შეიტანა სამოქალაქო ომის დაწყებაში. რომანის გამოსვლიდან კვირეებში შეერთებული შტატები ორად გაიყო – მონობის მომხრეებად და მოწინააღმდეგებად.

გადმოცემის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა ჰარიეტ ბიჩერ სთოუ თეთრ სახლში მიიღო და შეხვედრისას უთხრა – “თქვენ ხართ პატარა ქალი, რომელმაც დაწერა წიგნი და ეს დიდი ომი დაიწყო?”