
ქართული კინოს ლეგენდას, ლეილა აბაშიძეს 30 მდე კინოროლი და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული #Femwiki
1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. “ჭრიჭინა”, “ქაჯანა”, “აბეზარა”, “შეხვედრა წარსულთან”, “მაია წყნეთელი”, “ხევისბერი გოჩა”, “შეხვედრა მთაში”, “აკაკის აკვანი”, “დიდოსტატის მარჯვენა” ამ და სხვა ფილმებში შესრულებული როლებით, ლეილა აბაშიძე ქართული კინოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა. 25 წლის ასაკში შესრულებული მარინე ფერაძის როლით კი, საბჭოთა პერიოდში ჰოლივუდის ყურადღების მიპყრობაც შეძლო.
პირველ კადრამდე კონცერტი იყო, რომელზეც გაციმბირებული მშობლების შვილი, მამის რეპრესირებული თანაპატიმრებისათვის ლექსს ამბობდა. მეორე დღეს კი ერთ-ერთი საბჭოთა გაზეთი წერდა: გუშინ საპატიმროს სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავი დაიბადა, ეს გოგონა დიდი მსახიობი იქნება…
ცნობილმა მსახიობმა შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. ის იყო მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი.
⭐ 2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა, რაც მისი თქმით, მეორედ დაბადების ტოლფასი იყო.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
