მეგჰალაიის შტატის ქალაქ შილონგში დაბადებული არუნდატი როიმ ცხოვრებს განმავლობაში საკუთარი ძალები ბევრ სხვადასხვა სფეროში სცადა. ხან კინოსამყაროში სცადა ბედი, ხან კი აერობიკაში, თუმცა საბოლოოდ საკუთარი ბედი მწერლობას და წიგნებს დაუკავშირა.
„წვრილმანების ღმერთი“ ის ნამუშევარია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა და რომლისთვისაც ინდოელ მწერალს 1997 წელს ბუკერის პრემია მიენიჭა. როიმ მყარი ფინანსური მდგომარეობა სწორედ 1997 წელს, მისი პირველი რომანის, „წვრილმანების ღმერთი“ გამოქვეყნების შემდეგ მოიპოვა.
ინდოელი მწერალი ამასთანავე პოლიტიკური აქტივისტია. ის ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს. ინდოეთში, რაჯასტანის შტატის ქალაქ ფოხრანში ჩატარებული ბირთვული იარაღის ტესტირების საპასუხოდ არუნდატი როიმ კრიტიკული წერილი „წარმოსახვის დასასრული“ დაწერა, რომელშიც მან ინდოეთის ბირთვულ პოლიტიკასთან ერთად ქვეყნის ცენტრალურ შტატებში ჰიდროელექტრო კაშხლების აგების ფართომასშტაბიანი პროექტები გააკრიტიკა.
დღეს არუნდატი როი მსოფლიოში აღიარებული, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია. მას აღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორიცაა სიდნეის მშვიდობის პრემია, ნორმან მეილერის სახელობის პრემია, ბუკერის პრემია და სხვ.
2014 წელს როი ჟურნალმა ტაიმმა წლის 100 ყველაზე გავლენიან გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation

