
ნიუ-იორკში, მანჰეტენის საქალაქო სასამართლოს წინ მედუზა გორგონას ქანდაკება დაიდგა. #FemFacts
ბერძნულ მითოლოგიაში მედუზა გორგონა პოსეიდონმა გააუპატიურა და ნაცვლად სექსუალური ძალადობისთვის დასჯისა, დაისაჯა ისევ ქალი – გორგონა იქცა ურჩხულად.
იტალიელმა ხელოვანმა ლუჩიანო გარბატიმ მედუზა გორგონას ახლებური ვერსია შექმნა: გორგონას კაცის (სიმბოლურად მოძალადის) მოკვეთილი თავი უჭირავს ხელში. ამ გზით ხელოვანმა ქალზე ძალადობის შემდეგ დამდგარი სამართლიანი გამარჯვება გამოხატა.
ქანდაკება ეძღვნება #metoo მოძრაობის ქალებს და უყურებს სასამართლოს, სადაც გაასამართლეს ჰარვი ვაინშტაინი და 23 წელი მიუსაჯეს.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
