
სანდრა აგუებორი ნიგერიის პირველი ქალი მექანიკოსი და The Lady Mechanic Initiative-ის დამფუძნებელია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ქალებს ასწავლის ავტომობილების შეკეთებას და ფინანსურ დამოუკიდებლობას. #FemWiki
აგუებორი ავტომობილებით ძალიან პატარა ასაკში დაინტერესდა, მაგრამ მამამისს არ მოსწონდა მისი გატაცება და ცდილობდა სანდრას ავტომობილების მიმართ ინტერესი არ გაეღვივებინა. თუმცა სანდრას გადაწყვეტილი ჰქონდა თავისი ცხოვრების გზა. ის ბენინის ტექნიკურ კოლეჯში დადიოდა მანქანების შეკეთების კურსზე.
კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო ადგილობრივ ავტოფარეხში, სადაც ყველაფერი ისწავლა მანქანების შესახებ. აგუებორი თავიდან სხვა მაღაზიაში მუშაობდა, სანამ საკუთარი ბიზნესის წამოწყება და ქალების დახმარება არ დაისახა მიზნად.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundationც
