
87 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეინდერ გინსბურგი. #FemFacts
იგი მეორე ქალი მოსამართლე იყო ამერიკის უზენაესი სასამართლოს ისტორიაში.
მისი მონაწილეობით მიიღეს გადაწყვეტილებები, როცა დამტკიცდა ქალთა უფლება აბორტზე, ერთნაირსქესიან პირთა ქორწინების უფლების კონსტიტუციურობა, რასობრივ უმცირესობათა უფლებები. ის იყო იმ მოსამართლეთა შორის, ვინც მხარი დაუჭირა სამედიცინო დაზღვევის სისტემის რეფორმის კანონიერებას.
რუთ გინსბურგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე 1993 წლის 14 ივნისსს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა წარადგინა. იგი ცნობილი იყო თავისი ლიბერალური შეხედულებებით და გადაწყვეტილებებით.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
