
სვეტლანა ალექსიევიჩი — საბჭოთა და ბელარუსი მწერალი, ჟურნალისტი, დოკუმენტური ფილმების სცენარისტი. #FemWiki
ალექსიევიჩის წიგნები უფრო ინტერვიუების კრებულია, ვიდრე მხატვრული ლიტერატურა, თუმცა ავტორის თქმით, ხშირად თავად რეალობაა იმდენად მხატვრული, რომ მას აღარაფრის დამატება სჭირდება.
️ სვეტლანას ნაწარმოებების გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც დიდი მოვლენების, რევოლუციების, ომების, კატასტროფების და სიკვდილის გვერდით ცხოვრობდნენ. ის გმირიდან გმირთან დადის, ესაუბრება, იწერს და უნიკალურ, თანამედროვე დოკუმენტურ პროზას ქმნის.
ალექსიევიჩს დაწერილი აქვს ხუთი წიგნი საბჭოთა კავშირზე, „ჩერნობილის ლოცვა“ (1997), „ომს ქალის სახე არ აქვს“ (1991), „ცინკის ბიჭები“ (1991), „სიკვდილით მოჯადოებულნი“ (1994) და „სეკენდ ჰენდის დრო“ (2001). ამ სერიას ავტორმა “უტოპიის ხმები” უწოდა.
“ქალებისთვის ომი არ არის გმირობა, მათთვის ეს მაინც მკველობის ტოლფასია. ერთ-ერთი ჩემი გმირი ქალი ომის დროს იყო ინსტრუქტორი, რომელსაც ევალებოდა ბრძოლის შემდეგ ველზე გავლა და გადარჩენილების მოძებნა. ის მიამბობდა: მიდიხარ ბრძოლის ველზე, ყველა წევს, ყველა ახალგაზრდა და ლამაზია. გერმანელებიც, რუსებიც და ყველა გეცოდება. როგორც ჩანს, სიძულვილი ქალებს მაინც ბოლომდე ვერ მოერია, შესაძლოა იმის გამო, რომ სწორედ ისინი შობენ სიცოცხლეს. სიცოცხლის მხარეს არიან” – ამბობს სვეტლანა.
✅ ბელორუს მწერალსა და ჟურნალისტს მრავალი სხვა პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის გარდა, ნობელის პრემიაც აქვს მიღებული.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
