
საუკუნეების განმავლობაში ქალები კანის გათეთრებას ცდილობდნენ. წლების წინ კი, ფერადკანიანი ქალებისთვის აკეთებდნენ სხვადასხვა პროდუქციას, რომ მათაც იგივე ექნათ საკუთარი კანის ფერისთვის.
#FemFacts
ისტორიულად, კანის გათეთრება ვიქტორიანულ ეპოქაში დაიწყო. ევროპელი ქალები სახეს ტყვიის შემცველი საღებავებით იღებავდნენ. ამ დროს, რასა ვითარდებოდა, როგორც კონცეფცია, და სიწმინდე განისაზღვრებოდა სითეთრით. ცნობილია, რომ დედოფალი ელისაბედ I იყენებდა დარიშხნის შემცველ სახის კანის ფირფიტებს. სწორედ მათში შემავალი საწამლავი აძლევდა დედოფალს აჩრდილისებურ შესახედაობას.
კანის ფერის გამაღიავებელი პროცედურები კანში მელანინის გამოყოფისა და კონცენტრაციის დონეს ამცირებს. მელანინი პიგმენტია, რომელიც კანს ფერს აძლევს და მზისგან იცავს.
სიფერმკრთალისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება შეიძლება გახდეს სახიფათო და მიჩვევის გამომწვევი. როგორ განვითარდა ეს ფენომენი აფრიკასა და აზიაში? პასუხი მარტივია – კოლონიზაცია და მონობა.
ამერიკის სოციოლოგიური საზოგადოება ერთ-ერთ ანგარიშში წერს: “მონათმფლობელების ინტერესების გასამართლებლად შეიქმნა თეთრი სუპრემაცისტული იდეოლოგია, რომელიც ამტკიცებდა, რომ აფრიკული წარმოშობის ადამიანები დაბადებიდანვე თეთრკანიანებზე დაბლა დგანან. სითეთრე გახდა ცივილიზებულობის, გემოვნებიანობისა და სილამაზის ინდიკატორი.”
ამის გამო, ღია ფერის კანის მქონე მონებს აცალევებდნენ მუქი ფერის კანის მქონე მონებისგან და მცხუნვარე მზის ქვეშ შრომის მაგივრად სახლებში ამუშავებდნენ. თუ გქონდა შედარებით ღია ფერის კანი, შესაბამისად, უფრო ახლოს იყავი იმ შესაძლებლობებთან, რომლებიც მხოლოდ თეთრკანიანებს გააჩნდათ. ესენია: გაზრდილი პრივილეგიები, უფრო მაღალი სოციალური სტატუსი, უკეთესი დასაქმებისა და უკეთესი ქორწინების შანსები.
⚡️ დღესდღეობით, აფრიკული და კარიბული წარმოშობის ხალხს კანის გათეთრებასთან დაკავშირებით უარყოფითი შეხედულებები აქვს – სოციალურად, პოლიტიკურად და კულტურულად განპირობებული. მიზეზი, ცხადია, არის ის, რომ კანის გათეთრება კავშირშია კოლონიალიზმთან, თეთრ სუპრემაციზმთან და წლების განმავლობაში შავკანიანების გარშემო გაჩენილ ნეგატიურ კონოტაციებთან.
ARTWORK BY Tuomo Korhonen
