
ქალების ჯიბის პოლიტიკა #FemFacts
უკანასკნელ ათწლეულებში თხელი სილუეტის იდეალიზების(“thin ideal”) გამო ბევრი კომპანია ქალის ტანსაცმელს ხშირად ჯიბეების გარეშე აწარმოებს. ისინი კონცენტრირდებიან სამოსით ქალის სხეულის სილუეტის წარმოჩენაზე, სამოსის პრაქტიკულობა კი უგულებელყოფილი რჩება.
განსხვავება შესამჩნევია ბავშვების ტანსაცმელშიც. ბავშვი გოგონების ტანსაცმლის ჯიბეები ხშირად არ არის დიდი, ამიტომ მათი ჩანაცვლება საფულით ან ჩანთით უწევთ, რაც, მშობლების აზრით, სტრესულია, რადგან ბავშვები იძულებული ხდებიან, საფულის/ჩანთის უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
ჯიბე აუცილებელია იმისათვის, რომ ბავშვებმა ხელების თავისუფლად გამოყენება შეძლონ, რაც ბავშვის გონებრივ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. ჯიბეები აძლიერებს უსაფრთხოების, თავდაჯერებულობის და დამოუკიდებლობის განცდას, უჯიბო ტანსაცმელი კი მხოლოდ ორ მესიჯს შეიძლება ატარებდეს: მხოლოდ ბიჭებს სჭირდებათ პრაქტიკული სამოსი; გოგონებმა ადრეული ასაკიდან უნდა ისწავლონ, რას ნიშნავს, იყო ქალი.
ამის საპირწონედ მსხვილმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს ტანსაცმლის პოლიტიკის შეცვლა. “Princess Awesome”-ის დამფუძნებელ ევა კლერის თქმით, მის კომპანიაში ესმით, რომ გოგონების ნამდვილი გაძლიერება მათთვის მეტი ჯიბის მიცემასაც ნიშნავს.
