ქალების ჯიბის პოლიტიკა #FemFacts

ქალის სამოსზე ხშირად შეხვდებით ყალბ ჯიბეებს, რომლებსაც პრაქტიკული დანიშნულება არ აქვთ. ამასთან ერთად, კაცის სამოსის ჯიბეები გაცილებით დიდია. მათში თავსდება მობილური ტელეფონი, საფულე, გასაღებები მაშინ, როცა ქალის ჯიბეში შეიძლება საკრედიტო ბარათის ჩადებაც კი გაგიჭირდეთ.

ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო პრობლემითაც კი, როგორიც ჯიბის ზომაა, საზოგადოების პატრიარქალური სისტემებისა და სექსისტური წარსულის მხილებაა შესაძლებელი.

მაგალითად, მე-17 საუკუნეში, ჯიბე ქალის ქვედაკაბასა და კაბას შორის იყო დაკერებული. ქალს რომც წაეღო პირადი ნივთები ჯიბით, საზოგადოებრივ ადგილებში მათ ვერ გამოიყენებდა, რადგან ამისათვის კაბის გახდა იქნებოდა საჭირო.

⭐️ მე-18 საუკუნეში ჯიბეები პატარა ხელჩანთებმა ჩაანაცვლა, რომელშიც მონეტა და ცხვირსახოცი ძნელად თუ ჩაეტეოდა. ეს გამოხატულება იყო იმისა, რომ ქალებს არ ჰქონდათ ფული, საკუთრება და რომ ამდენად, არც ფუნქციონირებადი ჯიბეები სჭირდებოდათ.

მე-20 საუკუნიდან ქალის სამოსი უფრო პრაქტიკული გახდა. იქმნებოდა სახელმძღვანელოები კაბებზე ჯიბეების დარეკების შესახებ. ჯიბეების ზომაც გაიზარდა, მაგრამ პრობლემა კვლავ აქტუალური ქალის სამოსის სულ უფრო და უფრო დავიწროებამ გახადა.