
ოდრე ლორდი – ამერიკელი მწერალი, ბიბლიოთეკარი, ფემინისტი და სამოქალაქო აქტივისტი.
⭐️ იგი საკუთარ თავს შემდეგნაირად აღწერდა: “შავკანიანი, ლესბოსელი, დედა, მებრძოლი, პოეტი”. მან ცხოვრება და კრეატიული ნიჭი რასიზმის, სექსიზმის, ჰომოფობიისა და კლასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა.
როგორც პოეტი, ოდრე ცნობილია წერის ოსტატობითა და ემოციების მძაფრი გამომხატველობით. მისი პოეზია ილუსტრირებაა გამეფებული სოციალური და სამოქალაქო უთანასწორობების გამო ავტორის ბრაზისა.
პროზაში ოდრე იკვლევს ისეთ მტკივნეულ საკითხს, როგორიცაა ჩაგრული შავკანიანი ქვიარ ქალის იდენტობა. გარდა ამისა, იგი საკუთარი გამოცდილების გავლენით წერს მკერდის კიბოსა და სექსუალობაზე, სიკვდილის შიშსა და შინაგან ძალაზე.
იგი განიხილავს ქალების დისკრიმინაციის იმ ფორმასაც, რომელიც სხეულის სილამაზის დასავლურ აღქმასა და პროთეზის მიმართებას ემყარება.
#FemWiki #17მაისი
