მერი შერვაშიძე #FemWiki

მერი ბათუმში დაიბადა, ბავშვობა გაატარა ქუთაისში, შემდეგ კი ცხოვრობდა პეტერბურგსა და პარიზში.

საფრანგეთში მერი დედის მიერ გახსნილ სამკერვალო სახელოსნოში მუშაობდა. სწორედ ამ დროიდან იგი მალევე გახდა შანელის მოდელი. პარიზელები მის გემოვნებას, ჩაცმის სტილსა და სილამაზის გადმოცემის მისეულ ფორმებს განსაკუთრებულად აღიქვამდნენ.

მერი გახდა 1921 წელს სტამბულში ჩატარებული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებულიც.

ერთ-ერთი ვერსიით მიიჩნევა, რომ გალაკტიონ ტაბიძემ თავისი ცნობილი ლექსი “მერი” სწორედ მერი შერვაშიძეს მიუძღვნა, მიუხედავად იმისა, რომ ქალს ეს ინფორმაცია არასდროს დაუდასტურებია.