
️ ახალმა რეალობამ, რომელიც COVID-19-თან ბრძოლის მიზნით ხანგრძლივი დროით იზოლაციას გულისხმობს, ტრანსგენდერი ახალგაზრდები რთული გამოწვევების წინაშე დააყენა.
მათ ისეთ გარემოში უწევთ გამოკეტვა, რომელშიც ვერ გრძნობენ მხარდაჭერასა და საკუთარი იდენტობის სხვათა მიერ აღიარებას.
#FemFacts
ტრანსგენდერთა გასამხნევებლად აქტივისტების ჯგუფმა შექმნა პლატფორმა “The Validation Station”, საიდანაც უკვე დარეგისტრირებული 500-ზე მეტი მომხმარებელი ყოველდღიურად მხარდაჭერის გამომხატველ შეტყობინებებს იღებს. პლატფორმა ტრანსგენდერ ახალგაზრდებს ახსენებს, რამდენად შესანიშნავი ადამიანები არიან ისინი და რამდენად ვალიდურია მათი იდენტობა.
პროექტის ერთ-ერთი ავტორი, არა-ბინარული ჯეიკობ ედუარდი, ამბობს, რომ ამგვარი სივრცის შექმნა მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალგაზრდა ტრანსგენდერების ტვიტები წაიკითხა მათდამი დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ, როცა იზოლაციის რეჟიმის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღე იყო გასული.
“დავმწუხრდი იმ ადამიანების გამო, ვინც ჩემსავით მარტო ან ისეთ გარემოში არ ცხოვრობენ, რომელშიც მხარდაჭერას იგრძნობდნენ. ძალიან მომინდა მათთვის რამე გამეკეთებინა,”-ამბობს ედუარდი.
პლატფორმაზე დაერეგისტრირება შესაძლებელია საქართველოდანაც
https://www.validationstation.net/
